понедельник, 12 декабря 2011 г.

თავისუფალი მეწარმეობა




1.პროექტის სახელი–თავისუფალი მეწარმეობა.
2.პროექტის მოკლე აღწერა–ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას საბაზრო ეკონომიკაზე.
3პროექტის სრული აღწერა–პროექტი მნიშვნელოვანია,იმიტომ რომ მოსწავლეები მეტ ცოდნას შეიძენენ  კერძო  საკუთრებაზე,ფასების სისტემაზე,საბაზრო კონკურენციაზე,მეწარმეობის უნარზე და დემოკრატიულ მთავრობაზე,როგორც თავისუფალი მეწარმეობის ბურჯებზე.

4.მონაწილეთა ასაკი–16–17წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა–ერთი თვე.
6პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

  • მოსწავლეებს დავყოფ ხუთ ჯგიფად.თითოეული ჯგუფი თავისუფალი მეწარმეობის თითოეულ ბურჯზე მოამზადებს პრეზენტაციას და ჯგუფის ლიდერები წარუდგენენ კლასს.
  • მოსწავლეების ერთი ჯგუფი ისტორიის მასწავლებლის დახმარებით ამზადებენ რეფერატს კერძო საკუთრებაზე.
  • მოსწავლეთა მეორე ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიპოვებს ინფორმაციას სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე.გამოაქვთ დასკვნა,ეფუძნება თუ არა სხვა ქვეყნების ეკონმომიკა იმავე ,,ბურჯებს'',  რომელსაც საქართველოს ეკონომიკა.აგრეთვე განმარტავენ რამდენად მნიშვნელოვანია დემო–კრატიული მთავრობის როლი თავისუფალი მეწარმეობის განვითარებაში.
  • მოსწავლეთა ერთი ჯგუფი გაესაუბრება ადგილობრივ საწარმოს ხელმძღვანელს და წარმოადგენენ პრეზენტაციას რა სიკეთე და სირთულეები ახლავს მეწარმის საქმიანობას.რამდენად მნიშვნელოვანია მეწარმეობის უნარი წარმატებისათვის.ჯგუფის ლიდერი საწარმოში გადაღებულ სურათებს და პრეზენტაციას წარუდგენს კლასს.
  • მოსწავლეთა შემდეგი ჯგუფი წარმოადგენს დახარჯული ფულის დიაგრამას.აუხსნის კლასს თუ როგორ ბრუნავს ფული.აგრეთვე ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ ხდება ფასის რეგულირება.
  • მოსწავლეთა ერთი ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას კონკურენციაზე.აკეთებენ დასკვნას, რომ ჯანსაღი კონკურენცია საბაზო ეკონომიკის პირობებში აუცილებელია.მოსწავლეების შეფასებას მოვახდენკვლევის უნარ–ჩვევებით:დაკვირვება,მოძიება,აღწერა,თვალსაჩინოების გამოყენება.ასევე თუ რამდენად  ორგანიზებულად მუშაობდნენმოსწავლეები.
7.მოსალოდნელი შედეგი.
მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას და მიღებულ ინფორმაციას განათავსებენ ბლოგზე.
8.სამუშაო ენა      –   ქართული.
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ინტეგრირებული საგნები:ეკონომიკა,ისტორია,გეოგრაფია,ისტ.
მოსწავლეები იკვლევენ და აანალიზებენ თავისუფალი მეწარმეობის ხუთივე ,,ბურჯის' მნიშვნელობას.გ
    გმადლობთ ყურადრებისათვის!
10.პროექტის ფასილიტატორი         ლუიზა ბაიაშვილი
11.ფასილიტატორის ელ.ფოსტა       luiza.baiashvili@gmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий